მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების შესწავლის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილებას გიზო კორტავა უხელმძღვანელებს.
გიზო კორტავა დაიბადა 1968 წლის 6 დეკემბერს. 1975-1986 წწ სწავლობდა ბოლნისის №1 საშუალო სკოლაში. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა მენეჯერის კვალიფიკაციით. 1994-2004 წწ იყო ტელეკომპანია „V-არხის” დირექტორი. 2004-2005 წწ ქ. ბოლნისის გამგებლის მოადგილე.
2005-2007 წლებში მუშაობდა ბოლნისის რაიონის კულტურის სამმართველოს საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის უფროსად.
2008-2012 წლებში იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქსელის ადმინისტრატორი, მთ. სპეციალისტი.
2012-2013 წ წ იყო „ინფო-9“-ის ჟურნალისტი და კოორდინატორი.
2013 წლიდან დღემდე მუშაობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ.
2014 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების შესწავლის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.