3 ივლისს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბოლნისის „სიონმა” ალბანურ „ფლამურტარის” უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რასაც ზედიზედ მშობლიურ გუნდში დაბრუნებული ვილი ისიანის ორი გოლი მოჰყვა.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურული უიღბლო გამოდგა ბოლნისელი ფეხბურთელებისთვის. ალბანელებმა ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 3:2 სტუმრთა სასარგებლოდ დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა ალბანეთში 10 ივლისს გაიმართება.