2015 წელს გაზეთი „ბოლნისი“ 80 წლის ხდება

0

2014-05-29_225439გაზეთი ბოლნისი 1935 წლიდან გამოდის. გადმოცემით იგი ბოლნისში ჩასახლებულმა გერმანელებმა დაარსეს და „როტე ფანე“ უწოდეს. შემდგომში „წითელი დროშის“, „გამარჯვების დროშის“, ბოლოს კი „ბოლნისის“ სახელწოდებით უკვე 80 წელია ბოლნისელ მკითხველს ემსახურება. სახელწოდებებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ დასახელება ქვეყნის წყობის მიხედვით ეცვლებოდა. გაზეთი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტირაჟით გამოდიოდა, იბეჭდებოდა როგორც ქართულ-რუსულად, ისე აზერბაიჯანულ-ქართულად, იყო დრო, როდესაც გაზეთის ტირაჟი 10 000-ს აღემატებოდა და ასახავდა რაიონში და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.

2015 წელს გაზეთი „ბოლნისი“ 80 წლის ხდება. წლებიდან გამომდინარე, მართლაც ბევრი ინფორმაცია დევს მის ფურცლებზე. ძნელად მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში გაზეთი, რომელიც 80 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებდეს.

სამწუხაროდ, ჩვენამდე არქივის მხოლოდ ნაწილმა მოაღწია. თუმცა მისი რაოდენობა მაინც სოლიდურია და დღეის მდგომარეობით, გაზეთის არქივი რედაქციაში 1969 წლიდან ინახება.

ჟამთა სვლით გახუნებულ ფურცლებზე ბოლნისური ამბები წერია, რომელთა გახსენებაც ვფიქრობთ ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაზეთის ინტერნეტპორტალი bolnisi.ge ყოველდღიურად შემოგთავაზებთ არქივის მიმოხილვასა და საინტერესო მასალებს.

მასალები იხილეთ კატეგორიაში – 80 – საიუბილეო არქივი

 

 


Share.

Comments are closed.