2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება იწყება

0
загруженноеპირველ ეტაპზე, ცნობილი ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გახდება.
ამასთან, უკვე მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების და ფაკულტეტების შერჩევის პროცესი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2014 წლის გამოცდებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ აბიტურიენტების მომზადების დონე გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

“სულ ბოლოს სავარაუდოდ, გამოცხადდდება შედეგები ლიტერატურაში და შემდეგ უკვე სააპელაციო პროცესი დაიწყება და აპელაციის შემდეგ ჩვენ გვექნება საბოლოო სურათი ჩარიცხულთა სიის შესახებ და რა თქმა უნდა, გვექნება საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ვვარაუდობ, რომ 20-დან 25 აგვისტომდე ეს ყველაფერი უკვე დასრულდება და აბიტურიენტებს საბოლოო შედეგები ექნებათ”, – განაცხადა მიმინოშვილმა.
შედეგები, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა.რაც შეეხება სტატისტიკას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 36 000 მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 20 000-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 000-მდე მაგისტრობის კანდიდატი და 5 000-მდე სტუდენტი, რომელიც გრანტის გაუმჯობესებას ეცადა.

Share.

Comments are closed.