14 ივლისს ბოლნისის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს

0

10441965_745261068868348_2397850817556346872_n14 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბება. საკრებულოს პირველ სხდომას ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თვამჯდომარე ნიკოლოზ კაპანაძე გახსნის. კაპანაძის მოხსენების შემდეგ კენჭი ეყრება ახალი საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას, რის შემდეგაც სხდომის ხელმძღვანელობა საკრებულოს უხუცეს წევრს, შოთა რეხვიაშვილს გადაეცემა. 

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგს დაამტკიცებენ. პირველ სხდომაზე მოხდება საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა. სავარაუდოდ ახალწვეული დეპუტატები ხვალვე უყრიან კენჭს კომისიებისა და ფრაქციების დაფუძნებას. დეპუტატები არჩევანს ფარულად გააკეთებენ. ახალი კოდექსით ნებისმიერი პერსონალური საკითხი, დანიშვნა, გადარჩევა, უფლებამოსილების შეწყვეტა, უნდობლობის გამოცხადება, ფარული კენჭისყრის წესით ხდება.

შეგახსენებთ, ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისის ოფიციალური მონაცემებით, ბოლნისის საკრებულოში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:  2014 წლის მოწვევის საკრებულოში  პროპორციული სიით 11 დეპუტატი ქართულმა ოცნებამ შეიყვანა, 2-2 დეპუტატი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და  ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ. ქართულმა ოცნებამ 10 მაჟრიტარული მანდატი მოიპოვა. 4 მანდატით საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატები შევიდნენ.

ასე გამოიყურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა: 

ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია – შოთა რეხვიაშვილი, სოფიო ლარცულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ედიშერ შუკვანი, იასამან გაჯიევა.

ქართული ოცნება – გია კორტავა, დავით ასპანიძე, ბაირამ აბასოვი, ტარიელ ჩხეტიანი, ნუკრი ანდრიაძე, თეიმურაზ გაბიძაშვილი, თამაზ ჟორჟოლიანი, დავით ჯაფარიძე, მალხაზ ვეშაპიძე, ლეილა ალიევა, ლუიზა რეხვიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატები ქართული ოცნებიდან: ქალაქი ბოლნისი – თამაზ ჩუბინიძე, თამარისი – მამედ გუსეინოვი, აკაურთა – ილიას ალშანოვი, ბოლნისის ოლქი – ლევონ მანუკიანი, დარბაზი – შირადინ ასლანოვი, მამხუტი – რასულ ბახტიაროვი, ნახიდური – ვუგარ ისაევი, რაჭისუბანი – დავით რეხვიაშვილი, ქვემო ბოლნისი – იმრან გასიმოვი, ქვეში – დიმიტრი ურუმაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატები: კაზრეთი –  ტარიელ ჯაყელი, რატევანი –  გიორგი ლომიძე, ტალავერი – კარა გულმამედოვი, ტანძია – შერმადინ დადვანი. 

ამრიგად ახალი მოწვევის სარებულოში 21 დეპუტატი მმართველ გუნდს ეყოლება, 4 ოპოზიციას, ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი როგორ პოლიტიკურ პოზიციას დაიკავებენ დამოუკიდებელი დეპუტატები. აღსანიშნავია, რომ ახალ საკრებულოში ოთხი მანდილოსანი იქნება.

Share.

Comments are closed.