ჯგუფი ,,SHIRINOTI’’ ბოლნისს დაემშვიდობა

0

ფრანგები1ცრემლნარევი ღიმილი, ბევრი თბილი სიტყვა და აპლოდისმენტები – ასე დაემშჳიდობნენ ჯგუფი ,,SHIRINOTI’’-ის წევრები ბოლნისელ მასპინძლებს. სამ დღიანი ტურნე ბოლნისში დასრულდა. საფრანგეთიდან ჩამოსულმა მომღერალთა ჯგუფმა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ტრადიციული მუსიკის მიმართულებით მოქმედმა ანსამბლებმა ერთობლივი ღონისძიება მოაწყვეს. 

საღამო ანსამბლმა ,,სიონმა’’გახსნა. დასკვნით ნაწილში ჯგუფებმა იტალიური და ფრანგული სიმღერები შეასრულეს. ,,SHIRINOT’’-მა სამი დღის განმავლობაში ოთხი ქართული სიმღერაც ისწავლა, რომელიც ფართო აუდიტორიას წარუდგინა.

ღონისძიებას ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი დაესწრო და გულთბილი სიტყვებით დალოცა სტუმრები.

ზოე პერეტი-ორგანიზატორი:

,,ქართველები გასაოცარი ხალხი ხართ. ისე შევეჩვიეთ ბოლნისს და ბოლნისელებს გვიჭირს განშორება. საოცრად თბილი მასპინძლობა იცით, თითქოს დიდიხანია ვიცნობთ ერთმანეთს, საკმარისი აღმოჩნდა სამი დღე დამეგობრებისთვის. არასოდეს დაგვავიწყდება აქ გატარებული წუთები. მოხიბლული ვართ ანსამბლების შესრულებით, შევისწავლეთ ქართული სიმღერები, მდიდარია თქვენი ფოლკლორი, სიამოვნებით ჩამოვალთ კვლავ’’

ფრანგები2 ფრანგები3


Share.

Comments are closed.