ჯგუფი „SHIGIHOT”-ი ბოლნისში

0

10561969_263040377230525_177996125_oსაფრანგეთში, კერძოდ ქალაქ მომპელეში მოღვაწე მომღერალთა ჯგუფი „SHIGIHOT”-ი სამი დღით ბოლნისს ესტუმრა. სტუმრებს მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. შეხვედრაზე ერთგვარი პრეზენტაცია მოეწყო ქართული კულტურისა და ბოლნისში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლების. საღამოს ტრადიციული მუსიკის მიმდინარეობის ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს წარუდგინა მისი ხელმღვანელობით მოღვაწე ანსაბლი „სიონი“ და „ორბელი“. სტუმრობის ძირითადი მიზანია უცხოელები გაეცნონ ქართულ ფოლკროლს და შეისწავლონ სიმღერები, რომელსაც 28 ივლისს ბოლნისში გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე შეასრულებენ. საღამოზე სტუმართათვის თვალსაჩინოების მიზნით ორნომრად წარსდგნენ ანსამბლები „სიონი”, „ორბელი” და „ბოლნელა”. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა კი ცეკვით მოხიბლა ფრანგი მუსიკოსები. მასპინძლებს არც ჯგუფი „SHIGIHOT” ჩამორჩა და მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ფრანგული ჰანგები აჟღერდა. სტუმრები ბოლნიში არსებულ ხუროთმოძღრულ ძეგლებისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობასაც აპირებენ.

ზოე პერეტი_ორგანიზატორი:

– ყველას მინდა მადლობა ვუთხრა გულთბილი, გაოცებული და გახარებული ვარ ბოლნისელების მასპინძლობით, ძალიან კარგი ღონისძიება მოგვიწყვეს, ეს დიდი პატივია ჩვენთვის. ჯგუფი „SHIGINOT” 22 წელია რაც არსებობს, მისი რეპერტუარი ძალიან მდიდარია, დადიან სხვადასხვა ქვეყნებში, ეცნობიან ფოლკლორს, კულტურას, ტრადიციებს. საქართველოში სტუმრობის მიზანიც სწორედ ეს არის. ათი დღის მანძილზე ჩემი მეგობრის სოსო კოპალეიშვილის დახმარებით შეისწავლიან ქართულ სიმღერებს. საქართველოში 10 დღიანი ტურნე გვაქვს, ბოლნიში კი სამი დღით ვიმყოფებით და დავათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს.

სოსო კოპალეიშვილი, ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი:

– მოხდა გაცნობა ბოლნიში არსებული კულტურული წრეებისა, მოვინახულებთ ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანისნაობებს. მათი ხელმძრვანელის თხოვნით შევასწავლი რამდენიმე ქართულ ხალხურ სიმღერას ინსტრუმენტებზე და რამოდენიმე საგალობელს.

10567771_263039920563904_1575993982_o 10587955_263039140563982_1888373825_o

10550419_263039363897293_963378683_o 10562125_263040140563882_378460928_o 10586752_263039067230656_318237610_o


Share.

Comments are closed.