„წითელი ჯვრის“ საჩუქარი კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს

0

905849_1520219528208451_2065605586874597862_oკაზრეთის №2 საჯარო სკოლის რვა მოსწავლე ათი დღით ბაკურიანში გაემგზავრა. საქართველოს „წითელმა ჯვარმა“ პროექტში „ვიმოქმედოთ ერთად“ მონაწილე მოხალისეების ჯგუფს წახალისების მიზნით საჩუქარი გაუკეთა. მოსწავლეებით დაკომპლექტებული რვა კაციანი ჯგუფი მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პროექტში, რომელიც მიზნად მოხუცების ბინაზე მოვლას და მათ დახმარებას ემსახურება. ბანაკში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ როგორც შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, ასევე მათ ჩაუტარდებათ საინფორნმაციო ხასიათის ტრენინგები.


Share.

Comments are closed.