16 ივლისს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინსტრაციაში გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს შეხვდა.
საუბარი შეეხო ქვემო ქართლში მსხვილი ინვესტიციიების მოზიდვას და ამ კუთხით რეგიონის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
თანაინვესტირების ფონდი 2013 წლის 30 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა. კერძო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ფონდის წილობრივი თანამონაწილეობა საინვესტიციო პროექტებში 25-დან 75%-მდე განისაზღვრება. ფონდის საქმიანობა ენერგეტიკის, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს მოიცავს.