ქართული კულტურის დღეები ანტალიაში

0

10553894_334926696658953_3587096969853643469_oქართული კულტურის დღეების ფარგლებში ანტალიაში, ქალაქის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ორი კონცერტი ჩატარდა, სადაც საქართველოდან მიწვეულ ექვს ანსამბლთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „თამარიონიც“ მონაწილეობდა. „თამარიონი“ უცხოელი მაყურებლის წინაშე ოთხი საცეკვაო ნომრით წარსდგა.

„ანტალიაში გამართულ კონცერტებზე შევასრულეთ ცეკვა „აჭარული“, „სვანური“, „ქალთა მოხეური“ და „ჯეირანი“. ასეთი სახის გასვლითი ტურნეები აუცილებელია ანსამბლისთვის. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ბევრ კონცერტში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა უცხო ქვეყანაში შენი ხელოვნების წარმოჩენას სულ სხვა დატვირთვა აქვს, რაც მეტი პასუხისმგებლობა და ერთგვარი სტიმულია ბავშვებისთვის.  ისინი ასევე იძენენ გამოცდილებას და ეცნობიან სხვა ანსამბლების შემოქმედებას. ანსამბლი „თამარიონი“ არაერთხელ ყოფილა ტურნეებზე უცხოეთში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხდება თაობათა ცვლა, ამ ეტაპზე ანსამბლის წევრთა უმეტესობა პირველად იყო უცხო ქვეყანაში.  ისინი აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ ბოლნისში. კონცერტების გარდა ჩვენ ვაწყობდით სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს.  ჩვენს კულტურას ვაცნობდით უცხოელებს“. –აღნიშნა ანსამბლ „თამარიონის“ ქორეოგრაფმა თამარ რეხვიაშვილმა.


Share.

Comments are closed.