ქალები დემოკრატიული მმართველობისთვის

0

ქალები2ქვემო ქართლის ქალთა  ასოციაცია „ქალი და სამყარო“-ს  საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა  ქალთა გააქტიურება პოლიტიკაში. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები მიმართულია დემოკრატიის დამკვიდრებისკენ. გენდერული თანასწორობა კი დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი  აუცილებელი  პირობაა.

ორგანიზაცია  2013 წლის დეკემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები დემოკრატიული მმართველობისთვის“, პროექტის მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი  filia.

პროექტის  ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს. ჩაუტარეს ტრენინგები თვითმმართველობის ეფექტურობასთან დაკავშირებით,  გააცნეს კანონი თვითმმართველობის შესახებ, მიაწოდეს ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის და აქტიურობის დადებით შედეგებზე, ქალთა როლზე სოციალური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით.

პროექტი განხორციელდა კოალიციურად. ასოციაცია „ქალი და სამყაროსთან“ ერთად პროექტში ჩართული იყო აიპი „ბოლნისის ენის სახლი“ და ადგილობრივი ტელევიზია „ბოლნელი“. პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყო ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომამ.

ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განიხილებოდა სოფლებში არსებული პრობლემები, მოსახლეობას ჰქონდა საშუალება დაესვა შეკითხვები მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ტრიალებდა ვიდეორგოლი არჩევნებში ქალთა მონაწილეობისთვის მხარდასაჭერად.

ტელევიზიის საშუალებით მოხდა წარმოჩენა ლიდერი ქალებისა, რომელთა საქმიანობაც დადებითად აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე.

პროექტში ჩართულნი იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონებიც, რადგან ახალგაზრდების გათვითცნობიერებას სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ორგანიზაცია კვლავ განაგრძობს საქმიანობას მოქალაქეთა გააქტიურებისა და ეფექტური თვითმმართველობის ხელშესაწყობად. რაც  მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციის პროცესისთვის.

ქალები 1 ქალები3


Share.

Comments are closed.