ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს

0

ტოგონიძე1ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი ლოტბარის ზაურ ხუჯაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ფოლკლორულმა ანსამბლმა „სიონმა“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სიონმა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. ამ ანსამბლებს ბოლნისში დიდი ტრადიციები აქვთ, მათი ფესვები საკმაოდ ძველია, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა არა ერთი თაობა წარმატებით აღზარდა. ანსამბლებმა წლების  მანძილზე  არაერთი მიღწევა და წარმატება მოიპოვეს. კონცერტზე ბაბუათა თაობამ ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, ხალხში მიმობნეული მარგალიტები,  მუსიკად ქცეული სიმღერები შეასრულეს.

სოსო კოპალეიშვილი,  ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი:

–        ზაურ ხუჯაძემ ანსამბლ „სიონის“ სახით დატოვა მომღერლები, რომლებსაც ახსოვთ ძალიან ბევრი ძველი სიმღერები, მუშაობენ მათ აღდგენაზე, სწავლობენ ახალს. ანსამბლმა 80-იან წლებში შეწყვიტა ფუნქციონირება და 4 წელია რაც აღდგა. მათ უნდოდათ გაზაფხულზე გაემართათ საიუბილეო ღონისძიება,  თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო და ახლა ჩატარდა. ანსამბლებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. ეს დასაწყისია, ფართო აუდიტორიის წინაშე რომ წარსდგები შედეგზე უნდა იყო ორიენტირებული. ვფიქრობ კარგი ღონისძიება იყო და მათ მიეცათ სტიმული, რომ შემდეგი წარმატებული ღონისძიებისთვის იზრუნონ.

გოგი მეშველიანი:

–        შემიძლია ვთქვა, რომ ბოლნისში საკმაოდ დიდი კულტურული ტრადიციებია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. მოხიბლული ვარ ანსამბლების გამოსვლით. შევეცდებით მხარი დავუჭიროთ და ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე.

ტოგონიძე2 ტოგონიძე3 ტოგონიძე4 ტოგონიძე7 ტოგონიძე8 ტოგონიძე9 ტოგონიძე11


Share.

Comments are closed.