ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 8 აგვისტომდე შეეძლებათ

0

1362664697_naecშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაითვალისწინეთ, რომ 8 აგვისტოს 18:00 საათამდე გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ, დაამატოთ, შეცვალოთ ფაკულტეტი. ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს (“თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი…”), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.

ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.

თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!

შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება.

სახელმწიფო დააფინანსებს სტუდენტების სწავლას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ დარგებზე/სპეციალობებზე.” – ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში


Share.

Comments are closed.