ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფელში ჩატარდა სულიკო მოსიაშვილის პირველი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრს ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან, მსოფლიოს მრავალგზისა და ოლიმპიური ჩემპიონის ლ. ხაბელოვის კლუბი და დიღმის ზ.ტატუაშვილის სკოლა. ტურნირში მონაწილეობდნენ: მარნეულის, სადახლოს, არახლოს, ყიზილაჯლოს, კაზრეთისა და ბოლნისის გუნდები. გამარჯვება წილად ხვდა და პირველი ადგილი დაიკავეს: შმაგი ისაკაძემ, გონერი მურღვლიანმა, მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ – ოთარ მამულაშვილი, ვახტანგ მოსიაშვილი, ნიკო არუთინოვი, ბაჩი შერმაზანიშვილი, გიორგი არღვლიანი. მესამე ადგილზე კი გავიდნენ – შოთა მამულაშვილი, ლევან ცხომარია, ბექა ღუღუნიშვილი, ლაშა მანაგაძე.
სულიკო მოსიაშვილის პირველი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
0
Share.