სოფელ ბოლნისის მოსახლეობა ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

0

სოფელ ბოლნსს ავტობუსი არ ჰაყვს2სოფელ ბოლნისის მოსახლეობას გაჩერებაზე დგომა საათობით უწევს, რადგან  მხოლოდ ერთი კერძო მიკროავტობუსი დადის, ისიც დილის საათებში. ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ახალ ხელმძღვანელობას სთხოვენ. სოფელში 400 ოჯახი ცხოვრობს, მათი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და პენსიაა.

„მოწყვეტილი ვართ ქალაქს, ოცდამეერთე საუკუნეში ავტობუსი გვენატრება, ოთხი საათია ქუჩაში ვდგავარ, არაფერი  ჩანს, ტაქსის გამოძახება ხშირად გვიწევს, ამდენი  საშუალება კი  არ გვაქვს, ხალხი დაუსაქმებელია, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ახალ ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და დანიშნოს სოფელში მუნიციპალური ავტობუსი“. –აღნიშნა სოფლის მკვიდრმა ევა პოღოსიანმა.

Share.

Comments are closed.