დღეს დილით ბოლნისის „სიონის” ფეხბურთელები ალბანეთში გაემგზავრნენ. „სიონი” 10 ივლისს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ალბანურ „ფლამურატთან” ქალაქ ვლორეში გამართავს.
ბოლნისელები ალბანეთში ავიაკომპანია „აირზენას” თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით გაფრინდნენ.
„სიონი” ალბანეთში 20-ი ფებურთელით გაემგზავრა: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, დავით იმედაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ადამია, დაჩი ფოფხაზე, თორნიკე აფციაური, მირზა მერლანი, ილია კანდელაკი, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, ვილი ისიანი, ზაზა მამასახლისი, დავით სვანიძე, გურამ გიორბელიძე, სოსო ჭიკაიძე, გიორგი განუგრავა, ჯაბა უგულავა.