სვეტლანა ქუქჩიშვილს მადლობის სიგელი გადაეცა

0

სვეტლანა3ემიგრანტ ქალბატონს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით, მადლობის სიგელი საკლუბო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორმა ლია ბუბუტეიშვილმა გადასცა. მხატვარმა ძველი გერმანული დასახლება შემოდგომის ფერებში მთავარი ბიბლიოთეკის ფოიეში გააცოცხლა.

საბერძნეთში მოღვაწე მხატვართა საპატიო წევრმა ბოლნისელელებს საჩუქარი უძღვნა, ათი დღის განმავლოვბაში საკუთარი ჩანაფიქრი ფერების შეხამებით ბიბლიოთეკის კედელზე გადაიტანა.

,,ნატვრა მქონდა შემექმნა ისეთი რამ რაც სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს ქალაქს. გადავწყვიტე ბიბლიოთეკის ფოიეში დამეხატა ძველი ბოლნისი-ლუქსენბურგი, რომელიც მომავალი თაობისთვის იქნება ისტორია. მადლობელი ვარ ასეთი თბილი მასპინძლობისთვის და საჩუქრისთვის. ბოლნისი დიდი კულტურის მატარებელი ქალაქია, აქ ცხოვრობს ხალხი რომლებსაც უდიდესი სიყვარული შეუძლიათ’’-აღნიშნა სვეტლანა ქუქჩიშვილმა.

სვეტლანა1 სვეტლანა2


Share.

Comments are closed.