საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით

0

news_11786ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა და მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.
როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ თემაზე განცხადება „ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება.
„ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა”, – განმარტა ვიცე-პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

Share.

Comments are closed.