საკრებულოში ხუთი ფრაქცია იმუშავებს

0

საკრებულო2საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მომხსენებელმა საკრებულოს აპარატში დარეგისტრირებული ფრაქციები და მისი შემადგენლობა გააცნო. საკრებულოში ხუთი ფრაქცია იმუშავებს:

ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომლის თავმჯდომარედ ნუკრი ანდრიაძე დასახელდა, წევრებად კი არჩეულნი არიან: მალხაზ ვეშაპიძე, ბაირამ აბასოვი, რასულ ბახტიაროვი, ვუგარ ისაევი, ილიას ალშანოვი, თამაზ ჩუბინიძე, ლუიზა რეხვიაშვილი, დავით რეხვიაშვილი და გია კორტავა.

ფრაქცია „ქართული ოცნება, მრეწველები“ თავმჯდომარე ლეილა ალიევა, წევრები კი შერმადინ ასლანოვი და დავით ჯაფარიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატიული პარტია“ თავმჯდომარე ტარიელ ჩხეტიანი, წევრები გიორგი ლომიძე და იმრან გასიმოვი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი კანდიდატები“ თავმჯდომარე ტარიელ ჯაყელი. წევრები შერმადინ დადვანი და კარა გულმამედოვი.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები“  თავმჯდომარე დიმიტრი ურუმაშვილი, წევრები : ლეონ მანუკიანი და დავით ასპანიძე.


Share.

Comments are closed.