საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს

0

საკრებულო3ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 13 საკითხი იყო განსახილველად გამოტანილი. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ მისალმებით გახსნა და სიტყვა მომხსენებელს, საკრებულოს აპარატის უფროსს თამარ ასათიანს გადასცა, მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გამოტანილი ხუთი საკითხი, რომელიც კომისიების დამტკიცებას და თავმჯდომარის არჩევას შეეხებოდა. ფარული კენჭისყრით მოხდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის არჩევა, კენჭისყრაში მონაწილეობა ოცდარვა დეპუტატმა მიიღო, ოცდაშვიდის მხარდაჭერით არჩეულ იქნა დავით ჯაფარიძე. 

საკრებულოს ქონების მართვის და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 29 ხმით აირჩიეს თამაზ ჩუბინიძე,

სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ რასულ ბახტიაროვი, სოციალური დახმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 28 ხმით დავით ასპანიძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ვუგარ ისაევი.

„კანონისა და კოდექსის შესაბამისად 24-ე მუხლით გათვალისწინებულია საკრებულოში  კომისიების მუშაობა. საკრებულოს უფლებამოსილების შესაბამისად ახალი კოდექსით ცვლილებები   განიცადა ორმა კომისიამ. შეიქმნა სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია, ასევე სოციალურ  და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია.  ეკონომიკის საკითხთა კომისიას  დაემატა ქონების მართვის. ადრე იყო ადამიანის უფლების დაცვის და ინტეგრაციის კომისია,  ეს გაუქმდა და ჩაენაცვლა ინფრასტრუქტურის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დაგეგმარების კომისია“.– აღნიშნა საკრებულოს სხდომის მომხსენებელმა თამარ ასათიანმა.

საკრებულოს სხდომა გრძელდება და მოხდება საკითხების განხილვა და დამტკიცება.

Share.

Comments are closed.