საკრებულოს პირველ სხდომას შოთა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს

0

previewცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულებას 3 ივლისს უყარა კენჭი. ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს და 2 აგვისტოს გაიმართება.

14 ივლისს შეიკრიბება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო. მას შემდეგ, რაც ბოლნისის საოლქო კომისიის ხემძღვანელი სხდომას გახსნის და დეპუტატების უფლებამოსლებას უყრიან კენჭს, სხდომის წაყვანის უფლება საკრებულოს უხუცეს წევრს, „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სიის პირველ ნომერს, შოთა რეხვიაშვილს გადაეცემა. შოთა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. 

Share.

Comments are closed.