„საზღაპრეთი-2“-მა ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა

0

10552015_528507100612243_231493249_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა თეატრმა „საზღაპრეთი 2“-მა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზეკარ“-მა ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების მე-20-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალზე სახელწოდებით „ჩემი ლამაზი ქვეყანა – ქობულეთი 2014“ „საზღაპრეთი 2“-მა ს. ჭეიშვილის სპექტაკლი „ძალა ერთობაშია“ და გოგონათა თეატრალიზებული „ნელი ვალსი“ წარმოადგინა.  ანსამბლმა „ზეკარმა“ კი ცეკვა აჭარული შეასრულა. ანსამბლი „ზეკარი“ ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ ბაზაზეა შექმნილი. იგი ქორეოგრაფ ანი მერკვილაძის ხელმძღვანელობით პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და დებიუტანტი მოცეკვავეები ლაურეატის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„საზღაპრეთი 2“-ის მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა ოქროს მედალი მოიპოვა, პატარა მსახიობებს კი ლაურეატის საპატიო დიპლომები გადაეცათ.

„მე-20-ე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის მიერ ჩატარდა. საქართველოს რეგიონებთან ერთად მონაწილეობდნენ ყაზახეთის და აზერბაიჯანის შემოქმედებითი კოლექტივები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრი. მონაწილეობდნენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საბალეტო და საესტრადო სტუდიები, სპექტაკლები გაიმართა ქობულეთის ხელოვნების ცენტრში, რომელიც ბათუმის საზაფხულო საკონცერტო დიდ დარბაზში გალა კონცერტით დაგვირგვინდა. ჩვენმა ბავშვებმა უამრავ მონაწილეს შორის საკმაოდ წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ბოლნისში კი ოქროს მედლითა და ლაურეატის დიპლომებით დავბრუნდით. ფესტივალი ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ სვეტლანა ჩოჩუას“. –აღნიშნა „საზღაპრეთი 2“-ის რეჟისორმა იზოლდა ნიავაძემ.

1085293_528507090612244_2078922982_n 10563605_528507023945584_304918494_n


Share.

Comments are closed.