რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობის შესახებ

0

phpThumb_generated_thumbnailjpgმიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან რეცეპტის ინსტიტუტის შეუფერხებელი ამოქმედებისათვის უმოკლეს დროში სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება ვიდეო რგოლი მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა N 3 რეცეპტზე გამოწერისა და გაცემის წესთან დაკავშირებით.

ვიდეო რგოლის შექმნის მოტივაცია:
– საქართველოს კანონმდებლობით 2014 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვა;
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებით განისაზღვრა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალი საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტზე გამოწერისა და აფთიაქიდან ამ რეცეპტით პრეპარატის გაცემის წესები;
– „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულია პასუხისმგებლობები მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალი საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტით გაცემის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

ვიდეო რგოლის შექმნის მიზანი:
– სამედიცინო და ფარმაცევტული საზოგადოებისათვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალი საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტზე გამოწერისა და აფთიაქიდან ამ რეცეპტით პრეპარატის გაცემის წესების შესახებ;
– 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მოსახლეობის მეორე ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

ვიდეო რგოლის ამოცანები:
– სამედიცინო დაწესებულებებისა და მკურნალი ექიმებისთვის ფორმა N 3 რეცეპტზე სამკურნალო საშუალებების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილ წესებზე ყურადღების გამახვილება;
– სააფთიაქო დაწესებულებებისა და საცალო რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ფორმა N 3 რეცეპტზე სამკურნალო საშუალებების გაცემის კანონმდებლობით დადგენილ წესებზე ყურადღების გამახვილება;
– საქართველოს მოსახლეობისათვის შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალი საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტზე გამოწერისა და აფთიაქიდან ამ რეცეპტით პრეპარატის გაცემის წესების შესახებ.

ვიდეო რგოლის სტრუქტურა:
ვიდეო რგოლი შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტზე გამოწერის წესების გაშუქება;
მეორე ნაწილი: მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა N 3 რეცეპტით აფთიაქიდან გაცემის წესების გაშუქება.


Share.

Comments are closed.