პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები წარადგინა

0

news_11786საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები დაასახელა. მინისტრების პოსტებზე შერჩეული კანდიდატები პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. 

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი. 

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს. 
მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვინ დაიკავებს მღებრიშვილის ადგილს ქვემო ქართის გუბერნატორის პოსტზე ჯერჯერობით უცნობია.


Share.

Comments are closed.