პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს. დღის წესრიგის მიხედვით დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის წარუდგენს. კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა. 17.00 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.