მხოლოდ ფინალისთვის

0

samo_0-cr-300x200ბოლნისის “ყოჩები” საქართველოს ჩემპიონატისთვის “ავჭალის” სტადიონზე ინტენსიურად ემზადება. გუნდმა უკვე დაასრულა პირველი, ფიზმომზადების ეტაპი და რუსთავში “ხარებთან” ამხანაგური შეხვედრაც გამართა.

ახლა ჯერი ტაქტიკურ-ტექნიკურ მომზადებაზეა, 1 აგვისტოს გუნდი შეკრებაზე ასპინძაში მიემგზავრება, სადაც 7 აგვისტომდე დარჩება, 15 აგვისტოს კი პირველი თამაშია და ჩვენი კლუბის მეტოქე “არმაზი” იქნება. გუნდის კაპიტანი თემურ სოხაძე და ახალგაზრდული ნაკრების გარემარბი გიორგი მელაძე დარწმუნებულნი არიან, რომ წელს “ყოჩები” მინიმუმ ფინალისთვის იბრძოლებს. 

თემურ სოხაძე: “შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. იმ პოზიციებზე, სადაც პრობლემები გვქონდა, ძველი “ყოჩები” გაძლიერდნენ. ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით. განვლილი თვენახევარი ფიზმომზადებას დავუთმეთ და ახლა ტექნიკასა და ტაქტიკაზე გადავდივართ. ამ სეზონში ბევრად ურო დიდი მიზნები გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ მის მისაღწევად. ჩვენს კლუბში ყოველთვის მეგობრული სიტუაცია იყო და ახლაც ასეა.

ამ ეტაპზე ეროვნული გუნდის კანდიდატები გვაკლია, რადგან შეკრებაზე იმყოებიან და ფიზიკურ მომზადებას იქ გადიან. შეკრებაზე ისინიც შემოგვიერთდებიან და ასპინძაში სრული შემადგენლობით წავალთ. სეზონის სტარტის გადმოწევამ გეგმები ოდნავ შეცვალა, მაგრამ, ვიქრობ, ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. წელს მინიმუმ ინალში უნდა გავიდეთ და იქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.

გიორგი მელაძე: “თავი არ დამიზოგავს, მუდამ მონდომებით ვვარჯიშობდი და პირველ გუნდში დაწინაურებაც დავიმსახურე. იმედია, წელს ჩემპიონიც გავხდები. უმაღლესი დონის ფიზმომზადება გავიარეთ და ახლაც ვაგრძელებთ ვარჯიშებს. აუცილებელია, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით გავხსნათ. ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ წელს “ბზის თასი” შევმართოთ. ინდივიდუალურად, ყველა კარგი მოთამაშეა და ახლა მთავარია შევიკრათ. ბავშვობიდან ამ გუნდში ვვარჯიშობ და გუნდთან შერწყმის პრობლემაც არ გამჩენია”.


Share.

Comments are closed.