მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

0

რაჭ.სკოლა1სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს გარემონტებული შეხვდება. ერთი კვირაა შენობაში სამუშაოები მიმდინარეობს,  ხის კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასით შეიცვლება, შიფერის სახურავს კი ლითონი ჩაანაცვლებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით თერთმეტი საჯარო სკოლიდან  5 სკოლაში უკვე მიმდინარეობს რემონტი, დანარჩენ სკოლებზე კი ტენდერია გამოცხადებული. სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდება ცურტავის, ფარიზის, გეტას, ქვემო ბოლნისის №1, №2, ნახიდურის, კაზრეთის №1 და №2, რაჭისუბნის და ქალაქ  ბოლნისის №1 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.  სკოლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, სანიაღვრეები, ფასადი, დამონტაჟდება პანდუსები და მოეწყობა სველი წერტილები.

„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, ახადეს სახურავი, რომელიც   დაზიანებული იყო და წვიმა ჩამოდიოდა,  თუმცა ეს არ იყო სახურავის შეცვლის მიზეზი, არ არის რეკომენდირებული შიფერით გადახურულ შენობაში ბავშვების ყოფნა. გადაიხურება ლითონის სახურავით, ჩაისმება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, იატაკიც  დაზიანებულია. მომავალი წლისთვის სკოლაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა  და კაპიტალური რემონტიც ჩაუტარდება“. –აღნიშნა რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა გულნაზ რეხვიაშვილმა.

Share.

Comments are closed.