მოგების მიუხედავად ბოლნისის „სიონი” ევროპალიგის მიღმა დარჩა

0

10534679_1451885575076911_8365284003610253095_n2:1 დამთავრდა შეხვედრა ალბანეთში  ბოლნისის „სიონსა” და ალბანურ „ფლამურტარის” შორის. ქართველი სტუმრები 56-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯაბა უგულავამ დააწინაურა. 83-ე წუთზე ალბანელებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი. ორბურთიანი სხვაობა ბოლნისის „სიონს” აწყობდა, მაგრამ მალევე მოახერხეს მასპინძლებმა გოლის გატანა. 

შეგახსენებთ, რომ ლადო ბურდულის გუნდი პირველ შეხვედრაში, თბილისში 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამი ფრე გამოვიდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე საქართველოში გატანილი მეტი გოლის წყალობით „ფლამურტარი” გადავიდა.

Share.

Comments are closed.