კულტურის ცენტრმა ახალგაზრდებს საჩუქარი გაუკეთა

0

10527091_258260894375140_678963215_oბოლნისელ ახალგაზრდებს კულტურის ცენტრმა საჩუქარი გაუკეთა –  ღია ცის ქვეშ კონცერტი მოაწყო. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ბენდმა „feel free” იმღერა, მათ ერთი საათის მანძილზე ცოცხლად შეასრულეს ცნობილი ჰიტები. ახალგაზრდების გართობაზე შემდეგ კი dj „crystal”-მა იზრუნა. როგორც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა მსგავსი საღამოები ახალგაზრდებისთვის ხშირად მოეწყობა.

,,ბოლნისში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივით ვიმყოფებით, ვცდილობთ ჩვენი სიმღერით გავამხიარულოთ ახალგაზრდები, ბოლნისელი მსმენელისთვის პირველად ვმღერით. შევასრულეთ 15 სიმღრა. კიდევ თუ მოგვიწვევენ, ბოლნისში სიამოვნებით ჩამოვალთ” – აღნიშნა ბენდის წევრმა გიორგი კეკუტიამ.

10531538_258262344374995_635930186_o 10552056_258262341041662_1799360062_o 10528496_258262384374991_1331529032_o


Share.

Comments are closed.