კაფე-ბარი „ორბი“-ს შენობის გაყიდვის მეოთხე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა

0

загруженное

ბოლნისის ცენტრში მდებარე ყოფილი კაფე-ბარი „ორბი“-ს შენობა იყიდება. ობიექტს, რომლის საწყისი ფასი ამჯერად 160000 ლარია, სსიპ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ ინტერნეტა უქციონზე ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყიდის. აუქციონი პირველ ივლისს მეოთხედ გამოცხადდა და დღეს დასრულდა. ობიექტის შესყიდვის მსურველი ამჯერადაც არ დაფიქსირებულა. პირველ მცდელობაზე შენობის სარეალიზაციო ფასი 310 000 ლარს შეადგენდა.

ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საწყისი ფასი: 160000 GEL
ვაჭრობის ბიჯი: 8000 GEL
საგარანტიო თანხა: 48000GEL

სარეალიზაციოდ გამოტანილი ობიექტის აღწერილობა:  529 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ყოფ. კაფე„ორბი“-ს შენობა.  შენობა-ნაგებობა აგებულია მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციით. პირველი სართული ლითონკონსტრუქცია შევსებულია მონოლითური ფილებით, ხოლო მეორე სართული ლითონკონსტრუქციაა და შევსებულია 6 მმ მინით. გადახურვაც ლითონკონსტრუქციაა, რომელიც გადახურულია თუნუქის ფილებით. მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. აღწერლობაში ასევე მითითებულია, რომ შენობა არის სარემონტო.

შენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სააქციო საზოგადოება „ცხიმ-მარგარინ კომბინატისგან” 2010 წელს 150 000 ლარად შეიძინა, იმ მიზნით, რომ იქ საპატრულო პოლიცია უნდა განთავსებულიყო.

14 ივლისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტს ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება. გაიტანენ თუ არა მეხუთედ გასაყიდად ქალაქის ცენტრში განთავსებულ შენობას, გადაწყვეტილებას ახალი მმართველები მიიღებენ.

 

 


Share.

Comments are closed.