დაბა კაზრეთის ბაგა-ბაღში სარემონტო სამუშაოები დაიწყო

0

загруженноеრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, დაბა კაზრეთში ბაგა-ბაღის რემონტი დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ინდუსტრია 2“-მა სამუშაოები ხელშეკრულებით  ას სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს. 12 ჯგუფიან ბაღში 9 მოქმედია, მათ შორის ოთხი გარემონტებულია, დანარჩენი ხუთი ჯგუფი კი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ვინაიდან ოთახებში არ იყო იატაკი, ბავშვებს ბეტონის საფარზე უწევდათ  ყოფნა. ჯგუფებში კაპიტალური რემონტი ჩატარდება და მოხდება კიდევ დამატებით სამი ჯგუფის გახსნა. როგორც  საბავშვო ბაღის მენეჯერმა აღნიშნა ბაღში 287 აღსაზრდელი დადიოდა, თუმცა მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ჯგუფების არასაკმარისი  რაოდენობის გამო, ვერ ხდებოდა ყველას დაკმაყოფილება, წელს კი დამატებით ასი განცხადება მიიღეს და გარემონტებული ჯგუფები შეძლებს კონტინგენტის დაკმაყოფილებას.


Share.

Comments are closed.