გამგებლის პირველ მოადგილედ დავით შერაზადიშვილი დაინიშნა

0

დათოშერაზხადაშვილიბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ დავით შერაზადიშვილი დაინიშნა.

დავით შერაზადაშვილი დაიბადა 1969 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბოლნისში, 1986 წელს დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, 1988-89 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1993 წელს დაამთავრა ინსტიტუტი ვეტერინარი ექიმის პროფესიით.  1994 წელს მუშაობა დაიწყო თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკაში, შემდეგ მუშაობა გააგრძელა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში. 2000-2011 წლებში მუშაობდა სავანეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში. 2012 წლის 29 ივლისამდე იყო შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მენეჯერი, 2014 წლის 30 ივლისს კი დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ.

„ჩვენი გუნდის მიზანია ვაკეთოთ საქმე, ვიყოთ სამართლიანები და ეფექტურები, მოვაგვაროთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებობს. ხელს შევუწყობთ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ საკითხებს, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტის და განათლების აღორძინებას, თითოეული ბოლნისელის ტკივილს მივიტანთ გულთან და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბრისას გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Comments are closed.