ბოლნისში გიურზების რაოდენობამ იმატა

0

01208060„ბოლო თვეში ფაქტიურად ღამე მიწევს გიურზებზე ნადირობა, გასულთვეებში იყო ანკარებიც, მაგრამ ივლისის თვეში უკვე 20-მდე გიურზა მყავს დაჭერილი“. – აცხადებს bolnisi.ge-თან საუბარში ინდმეწარმე დავით ბუიშვილიდა ხსნის, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობაში გიურზების სიმრავლე.

„აპრილის თვიდან  დღემდე 70-მდე გამოძახება მქონდა, დაჭერილი მყავს სამოცი გველი, უმეტესობა გიურზა. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი რაჭისუბანია, რადგან დისველის ტერიტორიასთან ძალიან ახლოსაა. გიურზები ღამე გამოდიან სანადიროდ და ჩემი ნადირობაც ამ დროს იწყება, უმეტესობას სახლებში ვიჭერ, სამზარეულოში დავიჭირე რამოდენიმე დღის წინ, ერთი მეტრი და სამოცი სანტიმეტრი სიგრძის საკმაოდ დიდი გიურზა. იყო შემთხვევა საძინებელში ვნახე საწოლის ქვეშ შემძვრალი, ასევე სარდაფში, აივანზე და ა.შ.

– სად მიგყავს დაჭერილი გველები?

– მყავს ხუთი ულამაზესი კატის კნუტი, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ დაჭერილ გიურზებს.

– რამ გამოიწვია გიურზების მოსახლეობაში ჩამოსვლა და ასეთი სიმრავლე?

– დისველის ტერიტორია რომ გადამწვარიყო, დარწმუნებული ვარ ამდენი გიურზა აღარ იქნებოდა. გადაწვის დროს უამრავი გველი ნადგურდება, თუმცა კანონი კრძალავს.

– წინ უფრო ცხელი სეზონი გველის, რას ეტყვი მოსახლეობას?

– რა თქმა უნდა წინ უარესი სიცხეები გველის, სანამ მიწა არ გაიყინება იქამდე იქნებიან გველები. ამიტომ ღამე კარი და ფანჯარა არ დატოვოთ ღია, ფანჯრებზე ბადეები გააკეთეთ. გაანათეთ ეზოები, იარეთ ფანრით, რომ დაინახოთ სად ადგამთ ფეხს. კბენის შემთხვევაში მიიღეთ ბევრი სითხე და სასწრაფოდ გადაიყვანეთ დაკბენილი საავადმყოფოში, ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართულია და დამიკავშირდით 551 79 36 76.


Share.

Comments are closed.