ბოლნისში ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბა

0

DSC_1388ამ წუთებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ნიკოლოზ კაპანაძემ დეპუტატებს შემაჯამებელი ოქმები გააცნო. ოლქის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა საკრებულოს უხუცეს წევრს შოთა რეხვიაშვილს გადაეცა. სხდომამ სამანდატო დროებისთი კომისია აირჩია,  ახალწვეული დეპუტატები პირველ სხდომაზე შემდეგ საკითხებს უყრიან კენჭს.

დღის წესრიგი:

1. ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

2. 2010 წლის მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ;

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ;

5. საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

6. საკრებულოს აპარატის დებულების შესახებ;

7. საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ;

8. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №33 დადგენილების „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

9. გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ;

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო, საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

12. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

13. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნის შესახებ

14. ადმინისტრაციული ერთეულის შექნისა და მათი ტერიტორიული საზღვრების დადგენის შესახებ

15. გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

საკრებულოს სხდომას ესწრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებელი გოგი მეშველიანი.

DSC_1390 DSC_1393


Share.

Comments are closed.