ბოლნისის სახანძრო-სამაშველო სამსახური შსს დაქვემდებარებაში გადასვლისთვის ემზადება

0

загруженное (1)დიპლომის და ატესტატის ასლი, ფოტოსურათი, კანდიდატის და ოჯახის წევრების პირადობის და ქორწინების მოწმობის ასლები, ცნობა ნარკოლოგიურიდან და ა.შ. ეს იმ დოკუმენტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბოლნისის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა  სამინისტროში ათ სამუშაო დღეში უნდა წარადგინოს.  ნოემბრის დასაწყისიდან კი მუნიციპალიტეტს გამოეყოფა და სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ბოლნისის სახანძრო-სამაშველო სამსახური მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა მითითებას საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან იღებს.  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს 44 თანამშრომელი და 4 სახანძრო მანქანა ჰყავს, შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის დადებით მხარეებზე სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ხვისტანი გვესაუბრა.

„სირთულეები მუშაობას ყოველთვის ახლდა და მაშინაც იქნება, როცა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავალთ. თუმცა უკეთესია,  რადგან სამსახური ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, მოხდება სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით დაკმაყოფილება, რაც სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტი, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის მხარში გვედგა, თუმცა სპეცმანქანების შეძენა ძალიან ძვირია, რისი საშუალებაც არ ჰქონდათ. ამჟამად მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში 4 მანქანაა, მათგან ორი ძალიან ძველი, რუსული წარმოების ზილ-130-ია, გვყავს მერსედესისა და რენაუტის სახანძრო მანქანებიც, მაგრამ სამსახურისთვის საჭიროა მაღალგამავლობის ტექნიკა“.


Share.

Comments are closed.