ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

0

DSC_1397ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი. თამაზ ჟორჟოლიანს კონკურენტი არ ჰყოლია. 29 დეპუტატიდან ჟორჟოლიანს ოცდარვამ დაუჭირა მხარი. ერთი ბიულეტინი ტექნიკური ხარვეზის გამო კომისიამ ბათილად სცნო.

თამაზ ჟორჟოლიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

–        უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ კოლეგების, საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის წინაშე. მოსულები ვართ იმიტომ, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოლოს და ბოლოს  ბოლნისს მიეცა გამგებლის არჩევის საშუალება. მოწადინებულები ვართ, რომ ჩვენი მუშაობა დაეტყოს ბოლნისს.

DSC_1408DSC_1403DSC_1399

 


Share.

Comments are closed.