ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანელ მოსახლეობას რამაზანის თვის დასრულება მიულოცა

0
1015966_761604460567342_6793207596642661567_oმუსლიმანური სამყარო რამაზან ბაირამს, ანუ მარხვის დასრულებას აღნიშნავს. რამაზან ბაირამს წინ ერთთვიანი მარხვა უსწრებდა. მორწმუნეები 30 დღის განმავლობაში მზის ამოსვლიდან დაღამებამდე საკვებსა და წყალს არ მიირთმევდნენ. მუსლიმანები ამ დღეს სპეციალურ ტკბილეულს – ,,ჰალვას“ ამზადებენ და წინაპრების საფლავების მოსალოცად გადიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფელ ქვემო ბოლნისს ესტუმრა და აზერბაიჯანელებს რამაზანის თვის დასრულება პირადად მიულოცა.
,,მინდა ყველა მუსლიმს მივულოცო დღევანდელი დღე. მიუხედავად ჩვენი რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქენი, გვაქვს ერთი სამშობლო და საერთო საფიქრალი. დღევანდელი დღე ჩვენი ერთიანობის მაგალითია“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

10575127_761603683900753_7718314601955744500_o

 


Share.

Comments are closed.