ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული გამგებელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

0

DSC_8810

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. გოგი მეშველიანი ადგილობრივ მედიას ვრცლად ესაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს დღეებში მოუწევს.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო და გამგებელი  შევუდექით უფლებამოსილების შესრულებას. დღეს იყო პირველის ხდომა, სადაც მოხდა  საკრებულოს თავმჯდომარის და  მოადგილის არჩევა.

ახალი კოდექსით გათვალისწინებულია გარკვეული რეგულაციები საკადრო სფეროში, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული 15-ის ნაცვლად, უფლება გვეძლევა 13 თანამდებობის პირი გვყავდეს, შესაბამისად ეს იწვევს გარკვეულ ოპტიმიზაციას, მოხდება გარკვეული სამსახურების გაერთიანება, მზად გვაქვს  შესაბამისი დებულებების პროექტები და სავარაუდოდ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება, რათა შემდგომში მოხდეს ახალ ვაკანსიაზე თანამშრომლების დანიშვნა.

–  რამდენი მოადგილე გეყოლებათ?

–  სულ  სამი მოადგილე მეყოლება, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე იქნება.

–   იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები?

–  გატარდება საკადრო ცვლილებები, თუმცა ეს არ იქნება სრული, გარკვეული ადამიანები შეინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს. მოგეხსენებათ, რომ მოადგილეებისა და სამსახურის ხელმძღვანელების საკითხი ამ შემთხვევაში პერსონალურად ჩემი გადასაწყვეტია, მათზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნები. ახალ გამგებელს აქვს უფლება თავისი გუნდით მოვიდეს ხელისუფლებაში.  ჩვენვეცდებითორგანიზებულიდაკარგადდაკომპლექტებულიგუნდითწარვსდგეთსაზოგადოების   წინაშე.

–   როგორც ცნობილია, ადგილობრივითვი თმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედებისთანავე გაუქმდა სოფლის რწმუნებულების ინსტიტუტი.

–  რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდა, გარდა 15 რწმუნებულისა ჩვენ სოფლებში  გვყავდა დაახლოებით 30-მდე ადამიანი დასაქმებული, ხდება ამ სტრუქტურის გაუქმება, თუმცა შემოგვაქვს ახალი თანამდებობრივი ვაკანსია, რასაც ერქმევა გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში და ჩვენ ვაპირებთ თხუთმეტივე ერთეულში ჩვენი წარმომადგენლის დანიშვნას, იმისათვის რომ ჩვენი კომუნიკაცია მოსახლეობასთან არ დაირღვეს. ამასთანავე გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში იქმნება ახალი განყოფილება, რომლის ფუნქციაშიც შევა  ტერიტორიულ ორგანოში დანიშნული წარმომადგენლების მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენი მოსახლეობა მიჩვეული იყო ურთიერთობას სოფლის რწმუნებულებთან,  საკმაოდ ბევრი საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა მათი მეშვეობით სოფლებში, ჩვენ გვინდა მოსახლეობა არ დაიბნეს და მათ ჰქონდეთ ელემენტარული საკითხების ადგილზე გადაწყვეტის საშუალება.

–        ბატონო გოგი, ჩვენთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში იქმნება ახალი სამსახურირა იქნება ამ სამსახურის უფლებამოვალეობა?

–        ახალი კოდექსის მიხედვით, უნდა შეიქმნას შიდა აუდიტის სამსახური.  მიმაჩნია რომ ამ სამსახურის არსებობა აუცილებელია, რადგან ნებისმიერი სტრუქტურის ფუნქციონირება დამოკიდებულია ეფექტურ კონტროლზე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გამგეობის მუშაობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

–         თვითმმართველობის ახალი კოდექსის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტს კონკრეტული საშტატო რაოდენობის საჯარო მოხელე უნდა ჰყავდესხომ არ გამოიწვევს ეს შტატების შემცირებას?

–         იმის გათვალისწინებით, რომ  სახანძრო-სამაშველო სამსახური გადავა შინაგან საქმეთა სამსახურის დაქვემდებარებაში, რაც სავსებით სწორად მიმაჩნია,  უხეში გათვლებით მხოლოდ ათამდე ადამიანის შემცირება მოგვიწევს იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნა შევასრულოთ. თუმცა ოპტიმიზაციის პროცესი არ გულისხმობს,რომ  გვყავდეს მაქსიმალური რაოდენობა თანამშრომლების. მუშაობის პროცესში თითოეული სამსახურის მუშაობას დავაკვირდებით და შევისწავლით რამდენად საჭიროა ის რაოდენობა, რაც მათ ჰყავთ და შესაძლებელია თუ არა არსებული კონტინგენტით იმ ამოცანებთან გამკლავება, რაც მათ დაკისრებული აქვთ. იმ 10-მდე შტატის შემცირებას, სავარაუდოდ, შემდეგი რეორგანიზაციისას მოვახდენთ და ამ პროცესს ატესტაციას დავამთხვევთ.  იცით, რომ სავალდებულო ხდება საჯარო მოხელეების ტესტირება, რომელსაც ჩაატარებს არა ჩვენს მიერ შექმნილი კომისია, არამედ სახელმწიფოს მიერ შერჩეული ორგანოები. სწორედ ამ შედეგების შემდეგ შეგვეძლება მოვახდინოთ საშტატო ერთეულების ფორმირება.

–         თუ შეეხება შემცირებები ...ებსა და შპს?

–        მაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება გარკვეული რეგულაციები, ბოლნისში საკმაოდ ბევრი ა.ა.ი.პ და შპს-ა, ჩვენ თითოეულის საქმიანობას დეტალურად შევისწავლით, განვიხილავთ და ამ რეგულაციის გათვალისწინებით მოვახდენთ სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

–        რაც შეეხება საბიუჯეტო კრიზისს?

–        გვაქვს ჩვენი ხედვა, რაც აბსოლუტურად მისაღებია და ცენტრალურ ხელისუფლებაში მყოფ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვეტთ ამ პრობლემას, რადგან მუნიციპალიტეტს განვითარების საშუალება მივცეთ. აქამდე პრაქტიკულად მუნიციპალიტეტი არსებობდა. ჩვენ არ გვქონია ფინანსური რესურსი იმისა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა  და ეკონომიკის განვითარებაზე გვეზრუნა. ცხადია ჩვენი სამომავლო გეგმები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფინანსური რესურსი გვექნება.  ძალიან ბევრი გასაკეთებელი გვაქვს სოციალურ სფეროში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესში.  ვაპირებთ ასევე მოლაპარაკებებს მეწარმეებთან, რათა შეიქმნას მცირე საწარმო და ხალხი დასაქმდეს.

–         როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში შეიკრიბება გუბერნატორთან არსებული საბჭო, რომლის წევრიც იქნებით ვენ, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ბატონო გოგი, რა საკითხების გატანას აპირებთ შეკრებისას?

–         პირველ რიგში ვისაუბრებ საბიუჯეტო კრიზისზე, ჩვენ გუბერნატორთან გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ბოლნისში ამ საკითხების რეგულირება გუბერნატორის აქტიური ჩარევით ხდებოდა, რისთვისაც  მინდა  მადლობა ვუთხრა მას. სწორედ ამ მტკივნეული საკითხის წამოწევას ვაპირებ.

–         რა ფორმით აპირებთ მოსახლეობასთან ურთიერთობას?

–        ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი წვდომა, მექნება მიღების დღეები და ყველა ბოლნისელის პრობლემას მივიტან გულთან.

–        თუ აპირებთ საზოგადოებრივ საბჭოებთან თანამშრომლობას?

–         რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო, რომ გვეთანამშრომლა საზოგადოებრივ სექტორთან და იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ეფექტური,  ვაპირებ მაქსიმალურად მეტ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საბჭოსთან მქონდეს ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება კონტაქტი საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გავიგოთ მათი პრობლემები.

–        როგორ შეაფასებთ ახლად არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ ჟორჟოლიანს?

–        ბატონი თამაზი არის პირველ რიგში წესიერი და კვალიფიციური პიროვნება, მიმაჩნია, რომ ის შეძლებს იმ ამოცანებთან გამკლავებას, რაც საკრებულოს წინაშე იქნება დასმული.

Share.

Comments are closed.