ბოლნისელმა ფრენბურთელებმა მეორე ადგილი აიღეს

0

1937850_689227291127121_1098125549_nოცდაშვიდი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით,    საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ინიციატივით,  ქალაქ თბილისში ჩატარდა  საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში  2000-2001 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის. ჩემპიონატზე საქართველოს რეგიონებიდან რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას: ბოლნისის, თეთრი წყაროს, ქუთაისის, საჩხერის, ბათუმის, თბილისის, დუშეთისა და რუსთავის.  ადგილები კი ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე ბათუმის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ბოლნისელებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი  თბილისის გუნდი გახდა. ფრენბურთის მთავარი მწვრთნელის დავით ჯანაძის თქმით ,, გოგონებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს  და წარმატებაც მოიპოვეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს და ვუსურვებ უფრო დიდი გამარჯვებებისათვის მიეღწიოთ.’’

აღსანიშნავია  ასევე გოგონების მეორე მწვრთნელის მარინა ქობულაძის  შრომა, რომელიც თავს არ ზოგავს ბავშვებისათვის.

Share.

Comments are closed.