ბოლნისელები არტ-გენზე

0

1404393351_a4d2711c50c1 2014 წელს არტ-გენის ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა. მიმდინარე წლის 23 ივლისს ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე  ქვემო ქართლიც წარსდგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა არტ-გენზე  წარადგინა როგორც რეწვისა და ხეზე კვეთის, ისე მომღერალთა ფოლკლორული ჯგუფები ორბელი და სიონი.

„ჩვენ კუთხესთან უამრავი დამთვალიერებელი მოდიოდა, ყველას ძალიან მოსწონდა ხეზე კვეთის ნიმუშები, თექასა და გობელინში შესრულებული ნამუშევრები. ფოლკლორული ჯგუფები ორ-ორი სიმღერით წარსდგენენ  და დიდი მოწონება დაიმსახურეს. ბოლოს სამი წელია, რას ბოლნისი არტ-გენის ფესტივაში მონაწილეობს, რითაც ყველანი კმაყოფილები ვართ.“ აღნიშნა bolnisi ge-სთან კულტურის სახლის მენეჯერმა მზევინარ ხომასურიძემ.


Share.

Comments are closed.