ახლადარჩეული თვითმმართველობების ხელმძღვანელებს მომავალი საქმიანობისთვის რეკომენდაციები მიეწოდა

0

53b3c9da0cf2f176b8222fc9დღეს, სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ტოკლიკიშვილმა, სამინისტროსა და ცენტრის წარმომადგენლებმა რეგიონების ახლადარჩეულ მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებისთვის იმ სამართლებრივი საკითხების განმარტება, რომელიც, თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, არჩეული მერებისა და გამგებლების უფლებამოსილების ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა 50-მდე არჩეულ პირს, მათ მიერ განსახორციელებელ პირველად სამუშაოებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები მიაწოდეს.

სარეკომენდაციო დოკუმენტაციის მომზადებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი“, UNDP, MSI ერთობლივად მუშაობდნენ.


Share.

Comments are closed.