ახალი კადრები

0

DSC_026030 ივლისს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა მუნიციპალიტეტში შემავალ სამსახურებს ახალი უფროსები წარუდგინა. თითოეული მათგანი ადგილზე გაეცნო თავის უფლება-მოვალეობებს და დანიშვნის წუთიდანვე შეუდგნენ მუშაობას. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა იროდი უგრეხელიძე, ამ სამსახურს კიდევ ორი განყოფილება დაექვემდებარება სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის.

10579244_701661463217037_679096627_n

 

იროდი უგრეხელიძე, დაიბადა 1971 წლის 28 ივლისს, 1988 წელს დაამთავრა ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა და  1995 წელს ჩაირიცხა  ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სამსახურებში. 2008 წლიდან დღემდე  კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

ოთარ ხუტიაშვილი, დაიბადა 1975 წლის 29 ივნისს, ქალაქ თბილისში,  1991 წელს დაამთავრა თბილისის №2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების მერე მუშაობას იწყებს 10589745_701661369883713_1104314188_nსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე.

2004 წელს დაინიშნა  წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ, შემდგომ საქმიანობას კი საფინანსო სექტორში აგრძელებს. 2014 წლის 30 ივლისს კი დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსად.

10581255_701661559883694_2059479959_nჯონი ხეცურიანი,დაიბადა 1959 წლის 13 მაისს, დაამთავრა ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა. 1982 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1990-91 წლებში დაამთავრა ბიზნეს სკოლა. 1982-83 წლებში  მუშაობდა „საქნავთობის“ ჭაბურღილის ოპერატორად. 1983-87 წლებში  „ბილნისგაზის„ გაზსადენის სამსახურის უფროსად. 1987-89 წლებში „მადნეულის“ღია დამუშავების მაღაროს ცვლის უფროსად. 1989-90 წლებში ბოლნისის ადგილმრეწველობის კომბინატის უსაფრთხოების ინჟინრად, 1991-2000 წლებში გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსად, 2004 წელს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად, 2005-06 წლებში კი მოადგილედ. 2006-10 წლებში  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სარევიზიო კომისის თავმჯდომარეა. 2010 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეკონომიკურ საკითხთა კომისის თავმჯდომარე. ხოლო 2013 წლიდან დღემდე  იყო საკრებულოს თავმჯდომარე. 2014 წლის 30 ივლისიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.

Share.

Comments are closed.