TV 3 – ის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი კომაპნია RMG – ის ინტერესებს დაიცავს. არჩილ კბილაშვილი ოქროს მომპოვებელი საწარმოს სამართლებრივი მრჩეველი ხდება. ტელეკომპანიას აღნიშნული ინფორმაცია RMG – ის პრესსპიკერმა ნატალია ნოზაძემ დაუდასტურა. (+ვიდეო)
„ჩვენ ფორმარიზებული არა გვაქვს ჯერ ეს ურთიერთობა, ხელშეკრულებაზე არ მოგვიწერია ხელი” – განუცხადა TV 3-ს კბილაშვილმა და დასძინა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ინდივიდუალურად ითანამშრომლებს RMG-სთან, თუ იურიდიული კომპანიის სახით. კბილაშვილი მის და RMG – ის შორის დაწყებულ ურთიერთობასთან ხელისუფლების კავშირს უარყოფს. ადვოკატი საყდრისის საკითხს ეცნობა.