FM 101.5 – უახლოეს დღეებში ბოლნისში რადიო დაიწყებს მაუწყებლობას

0

Music Energy (+clipping path, XXL)შპს „ნიუკომმა“ ბოლნისში მაუწყებლობის უფლება FM 101.5 სიხშირეზე უკვე მიიღო. მისი განცხადების საფუძველზე კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქალაქ რუსთავში რადიო მაუწყებლობის სიხშირის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. „ნიუკომი“ ორივე ქალქში საერთო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს.

როგორც bolnisi.ge-ს რადიოს ხელმძღვანელმა ირაკლი ბანძელაძემ განუცხადა, კომპანია რუსთავის ლიცენზიის მიღებას არ დაელოდება და მაუწყებლობას ბოლნისში რამდენიმე დღეში დაიწყებს. თავდაპირველად სატესო რეჟიმში იმუშავებს რადიო და მხოლოდ მუსიკა გავა ერთერში, თუმცა მალევე დაიწყება ბადის შევსება სხვა გადაცემებით, პირველ რიგში კი მომზადდება საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ორ ენაზე – ქართულად და აზერბაიჯანულად გადაიცემა.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიუკომმა“ ჯერ მხოლოდ ბოლნისის სიხშრის ლიცენზია მოიპოვა, რადიო ნაწილობრივ ფარავს მარნეულსა და დმანისს, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამ რაიონების დასაფარი სიხშირის ლიცენზიის მოპოვებასაც შეეცდება.

რადიოს მთავარი სტუდია თბილისში იქნება, ხოლო იმ ქალაქებში, რომელზეც მაუწყებლობა გავრცელდება მცირე ზომის სტუდიები განთავსდება.

საინფორმაციო გამოშვებაზე ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იმუშავებენ. კომპანია თანამშრომელთა მისაღებად კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ამ ეტაპზე საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი რადიოს სახელწოდება, თუმცა ირაკლი ბანძელაძის განცახდებით სავარაუდო სახელი უკვე შერჩეული აქვს.

ახალ რადიოს თბილისში მოქმედი საკაბელო კომპანია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ დააფინანსებს, რომელიც შპს „ნიუკომის“ 100 პროცენტიან წილს ფლობს.


Share.

Comments are closed.