5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

0

ეკოჯგუფი4ბოლნისის №1 საჯარო სკოლის VII-ბ კლასის ბაზაზე შექმნილი ეკოჯგუფი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს  გამოეხმაურა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. აქციის ფარგლებში ჯერ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი კულტურისა და  დასვენების პარკი დაასუფთავეს და მოსახლეობას მოუწოდეს: ძვირფასო ბოლნისელებო! არ დაანაგვიანოთ გარემო!

ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე!

კარინა დევნოზაშვილი, VII-ბ კლასის დამრიგებელი:

–        დღევანდელი აქცია მივუძღვენით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს. ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით, რათა საზოგადოების ცნობიერებაში ასახულიყო ჩვენი საქმიანობა. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და პარკის ტერიტორია,  ჩაწერეს ინტერვიუები და მოსახლეობას შეახსენეს ამ დღის არსებობის შესახებ. ხეებზე გააკრეს მოწოდებები, რომელსაც   დართული აქვს პატარა ლექსიც:

„ჩვენს გარემოს, ჩვენგან რომ

მოვლა-ზრუნვა აკლია,

ვაღიარებთ, ეს ჩვენი

უდიდესი ვალია“…

„ეკოჯგუფის პროექტით ჩვენ მივაღწევთ და თითოეულ მოქალაქეს გავაგებინებთ, რომ მოვუაროთ ბოლნისს, არ დავაბინძუროთ გარემო და არ დავყაროთ ძირს ნაგავი.  გვჯერა, რომ რამოდენიმე თვის თუ წლის შემდეგ ეს ნამდვილად აისახება გარემოსა და საზოგადოებაზე“. – აღნიშნეს ეკოჯგუფის წევრებმა.


Share.

Comments are closed.