photoიცოდე შენი უფლებები

რა არის პერსონალური მონაცემი?

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. 

ეს არის ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის სახელი და გვარი, პირადი ნომერი,  ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია პირის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, საბანკო ინფორმაცია და სხვა, რომლითაც შესაძლებელია პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიკაცია. იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა გამოიყენებოდეს სახელი-გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ბარათის ნომერი, ფოტო სურათი,  თითის ანაბეჭდი და სხვა.

მონაცმებირომლებიც უკავშირდება პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას,პოლიტიკურ შეხედულებებრელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსპროფესიულიორგანიზაციის წევრობასჯანმრთელობის მდგომარეობასსქესობრივ ცხოვრებას ანნასამართლობასასევე ბიომეტრიული მონაცემირომლითაც შესაძლებელია პირისიდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით არის განსაკუთრებული კატეგორიისმონაცემები.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება  ოფიციალური დოკუმენტები, სადაც მითითებულია პირის რასობრივი კუთვნილება ან ეთნიკური წარმომავლობა, ასევე  სამედიცინო დაწესებულებაში არსებული პაციენტის ისტორია, ნასამართლეობის ცნობა, პროფესიული ან პოლიტიკური ორგანიზაციის წევრის მოწმობა და სხვა.

რატომ უნდა დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემებს   ამუშავებენ  საჯარო თუ კერძო  დაწესებულებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. მაგალითად, სააგენტოები, რეესტრები, ბანკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო დაწესებულებები. დიდი ოდენობით მონაცემებს ამუშავებენ მაღაზიები მათი მომხმარებლებისა თუ თანამშრომლების შესახებ.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად გამარტივდა მონაცემთა მოპოვება და ურთიერთგაცვლა. ადამიანები საკუთარ  მონაცემებს ავრცელებენ სოციალური ქსელების მეშვეობით, რაც ზრდის პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავების რისკს. პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავება კი ქმნის ადამიანსათვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს.  მაგალითად,  საკრედიტო ბარათის ნომრის უკანონო მოპოვებით, შეიძლება  პირს მიადგეს მატერიალური ზიანი. მორალური ზიანი შესაძლოა გამოიწვიოს პირადი ან ოჯახური საიდუმლოების გამჟღავნებამ.

თითოეული პიროვნება (მონაცემთა სუბიექტი)  სიფრთხილით უნდა  მოეკიდოს საკუთარი მონაცემების გავრცელებას, რაც იქნება მისივე უფლებების დაცვის საფუძველი.

ვინაიდან მონაცემთა დამუშავება ხშირად ხდება სუბიექტის თანხმობის საფუძველზე, თანხმობის გამოხატვამდე მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს ვინ არის მონაცემთა დამმუშავებელი, რა მიზნით ხდება მოაცემების დამუშავება, კიდევ ვის მიუწვდება ხელი პირის მონაცემებზე, რა უფლებები აქვს მას და როგორ შეუძლია მოითხოვოს  საკუთარი  მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

როგორ მოვითხოვოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია?

ნებისმიერ პიროვნებას უფლება აქვს  იცოდეს თუ რა ინფორმაციას ფლობს ესა თუ ის ორგანიზაცია მის შესახებ. რაც გულისხმობს, მის მიერ მონაცემთა დამმუშავებელისაგან შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას.  მონაცემთა დამმუშავებელი კი, თავის მხრივ, ვალდებულია,  ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს მოთხოვნის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა და  მოქალაქეს (მონაცემთა სუბიექტი)  მიაწოდოს  შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების საფუძველი;
  • მონაცემთა შეგროვების წყარო;
  • ვისზე იქნა გაცემული მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.*

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მხოლოდ მისი  პერსონალური მონაცემების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს სპეციალური უფლებამოსილება სხვა პირის წარმომადგენლობაზე. მაგალითად, მშობლის მიერ შვილის ან ადვოკატის მიერ კლიენტის მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.

მოქალაქეს ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია როგორც ზეპირი, ისე  წერილობითი ფორმით. შესაძლებელია, მონაცემთა დამმუშავებელს დადგენილი ჰქონდეს ინფორმაციის გამოთხოვის სპეციალური ფორმა (რომელიც არ შეზღუდავს სუბიექტის მიერ მისი  მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის  უფლებას) და ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს აღნიშნული ფორმით.

პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.  მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მისთვის მიწოდების ფორმას (ელექტრონულად, დოკუმენტის ასლი ან სხვა) ირჩევს მონაცემთა სუბიექტი.

*  იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მონაცემები საჯაროა, ამ ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის.

როგორ მოვითხოვოთ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება?

თუ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები არის არასრულიარაზუსტიარარის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონისმოთხოვნის დარღვევითმას უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ დამუშვებულიმონაცემების გასწორებაგანახლება,  დამატებადაბლოკვა (მონაცემთა დამუშავებისდროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება.

პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან გადაგურების მოთხოვნის მისთვის სასურველ ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი. მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით, მონაცემთა დამმუშავებელი კი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა,  მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მონაცემთა დამუშავება ხდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მაგრამ მონაცემები არასწორია. ამ შემთხვევაში, მონაცემთა ნამდვილობისა და სიზუსტის პრინციპის დაცვის მიზნით, უნდა მოხდეს მათი  გასწორება. არაზუსტი ან არასწორი მონაცემების გასწორება ავტომატურად არ გულისხმობს ძველი არასწორი მონაცემების წაშლასა და განადგურებას, შესაძლოა უბრალოდ მითითება გაკეთდეს წინა ჩანაწერის შეცდომაზე.

მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მონაცემთა სუბიექტმა შეიძლება მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა. დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაცემთა დამმუშავებელი,   მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.

მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ ეს მოთხოვნა ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება. თუ მონაცემთა დამუშავება ხდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და მონაცემთა დამმუშავებლი კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვისა და წაშლის მოთხოვნა არამართლზომიერია, მას შეუძლია არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

როგორ მოვითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ?

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის (ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება)  მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას მონაცემთა გაცემისას თანხმობა ჰქონდა გამოთქმული პერსონალური მონაცემების ამ მიზნით გამოყენებაზე.

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მოქალაქეს, რომ მას უფლება აქვს  მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და შექმნას ამ უფლების განხორციელების ქმედითი მექანიზმი. მოქალაქის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღეში.

7 რჩევა, როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება –  სახელი, გვარი, მისამართი, ფოტო, სამედიცინო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის დეტალები, ასევე, ინფორმაცია პირის ინტერესების და შეხედულებების შესახებ და ა.შ.

მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაში.

1. თქვენ გაქვს უფლება იცოდეთ:

  • რომელი ორგანიზაცია ამუშავებს თქვენს მონაცემებს;
  • რა სახის მონაცემები მუშავდება;
  • რა მიზნით ხდება თქვენს შესახებ მონაცემების დამუშავება;
  • რა გზით შეგროვდა თქვენს შესახებ ინფორმაცია;
  • არის თუ არა მონაცემის დამუშავება კანონის შესაბამისი;
  • ვისზე გაიცა თქვენს შესახებ მონაცემები.

 2. დააზუსტეთ მონაცემთა შეგროვების საფუძველი და ადეკვატურობა

ხშირად ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, თქვენგან სხვადასხვა მონაცემებს ითხოვენ. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, თუ სავალდებულოა, რა შედეგი დადგება მათი მიუწოდებლობის შემთხვევაში.

თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღემატება კონკრეტული მომსახურების მიღების მიზნებს, დააზუსტეთ მათი მოთხოვნის  საფუძველი. ეცადეთ გასცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

3. გაეცანით თქვენზე  არსებულ მონაცემებს

თქვენ გაქვთ უფლება  გაეცნოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს რომლებიც ინახება ამა თუ იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).  საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ამ ჩანაწერების ასლები.

იმ შემთხვევაში, თუ უარი გეთქვათ მონაცემების გაცნობაზე,  მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

4.  შეამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემის სისწორე

თუ თქვენს შესახებ ამა თუ იმ ორგანიზაციაში არსებული მონაცემები მცდარი ან მოძველებულია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება.

ხოლო თუ მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

თუ ამა თუ იმ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეთ, შეგიძლიათ  მოითხოვოთ მონაცემთა შემდგომი გამოყენების შეწყვეტა – მაგალითად თქვენი მონაცემების ამოღება კლიენტების ბაზიდან.

მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს წერილობით, ზეპირად ან ელექტრონულად, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

5. ონლაინ მოქმედებების განხორციელების დროს:

  • დარწმუნდით  ვებ-გვერდის დაცულობაში;
  • ხშირად ცვალეთ ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, ონლაინ მაღაზიების,  ინტერნეტბანკინგისა და სხვა მომსახურებების პაროლები, ხოლო მათი შერჩევისას გამოიყენეთ რთული კომბინაცია.
  • გადაამოწმეთ ვის და რა სახის ინფორმაციას უზიარებთ (ფოტოებს, დოკუმენტებს, კონტაქტებს, მდებარეობას და სხვა), გადაამოწმეთ  ხომ არ არის ჩართული ავტომატური გაზიარების ფუნქცია;
  • თუ იყენებთ საერთო მოხმარების კომპიუტერს, წაშალეთ თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების (ნანახი ვებ-გვერდები და სხვა) ისტორია.
  • სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სანამ გაივლით ონლაინ  რეგისტრაციას, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

6. დაიცავით დოკუმენტების უსაფრთხოება

ნუ დატოვებთ პერსონალური მონაცემის შემცველ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, ამონაწერი ანგარიშიდან, პასპორტი, ბლოკნოტი და სხვა) უყურადღებოდ და დაუცველ ადგილას. გარკვეულ შემთხვევებში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონცემების შემცველი დოკუმენტების ასლების განადგურებაც (მაგალითად სასტუმრო მომსახურების გაწევის შემდეგ).

7. თქვენ გაქვს გასაჩივრების უფლება

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ უფლების შელახვა საჯარო დაწესებულებაში მოხდა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის განხილვის დასრულებამდე კი შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა.

წყარო: http://personaldata.ge/ge/for-individuals/know-your-rights


Share.

Comments are closed.