გამოსაშვები გამოცდა 4 საგანში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) ჩატარდება. ამ საგნების სწავლას მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს ასრულებენ.
თითოეული საგნის ტესტური დავალებების ბაზა შედგება მარტივი, საშუალო სირთულისა და რთული დავალებების ბლოკებისგან.
მოსწავლე, რომელიც რომელიმე საგანში ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, აღნიშნულ გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას ჩააბარებს დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად.