შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

0

10406502_805622196124115_5710368009352689137_nშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. ჟურნალისტების პირველი კითხვა ეხებოდა არჩევნების მეორე ტურს,რაზეც დავით სერგეენკომ უპასუხა,რომ ეს აბსოლიტურად ნორმალური და დემოკრატიული პროცესია, რაც ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების შეფასების კრიტერიუმები უფრო და უფრო იხვეწება. 

მეორე ტური პრეცედენტია პლურალიზმისა და დემოკრატიისა. ვფიქრობ ქართული ოცნება ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს , როგორც პირველ ტურში, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
პრესკონფერენციაზე მინისტრმა ისაუბრა პრემიების თემასთან დაკავშირებით. თავაპირველად იგი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროში პრემიების გაცემის წესს და აღნიშნა , რომ თუკი აქამდე პრემია აღიქმებოდა ჩვეულებრივ სახელფასო დანამატად, დღეის მდგომარეობით სამინისტროში პრემია გაიცემა შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით. ასევე, იმედი გამოთქვა , რომ უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას ერთიან უნიფიცირებულ პრემიბის სისტემაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ გრძელდება 82 ამბულატორიის მშენებლობის პროცესი, რომელიც 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება ,ასევე 2 მილიონი ლარით გაიზარდა მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსება,რაც დეფიციტური კადრების შენარჩუნებას მოხმარდება.
დღემდე მაღალმთიანი რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არის კერძო მფლობელობაში, თუმცა მათივე სურვილია, სახელმწიფომ გამოისყიდოს ეს დაწესებულებები, რაზეც მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები.
დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. – ,,ინფექციური დაავადებების მართვა არის სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი და უკვე ორი წელია, რაც არსებობს მზა პროექტი და გამოყოფილია მშენებლობისათვის საჭირო თანხები, თუმცა იქ, სადაც უნდა განახორციელოს კლინიკის მშენებლობა, შეჭრილია რამდენიმე ფსევდო სოციალურად დაუცველი ოჯახი. პერმანენტულად ვცდილობთ მოლაპარაკებას და განვიხილავთ ბევრ ვარიანტს, მათ შორის შეჭრილ ოჯახებთან დაკავშირებით’’, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

Share.

Comments are closed.