შიდა მოკვლევის შემდეგ საზღვარზე დაკავებული დეპუტატები გაათავისუფლეს

0

download (1)როგორც საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულები არიან.   

„ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს”, – აღნიშნა შარაშენიძემ.

Share.

Comments are closed.