ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის ტრენინგები ტარდება

0

download19-20 ივნისს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის ტრენინგები ჩატარდება.

რუსთავის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში მოწყობილი ტრენინგებით დასრულდება  პროექტი „ტრენინგები საქართველოს რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის“, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით  ახორციელებს.

ოთხ სამუსიკო სასწავლო დისციპლინაში (ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, მუსიკის თეორია, მუსიკის ლიტერატურა) ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ თითქმის ყველა რეგიონის:  იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებს.

ტრენინგებს ატარებენთბილისის ვანოსარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: მანანაგოცირიძე(ფორტეპიანო), ნოდარ ჟვანია (სიმებიანი საკრავები), ლეილა მარუაშვილი (მუსიკის თეორია), რუსუდან წურწუმია (მუსიკის ლიტერატურა). ის 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და  მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაცშეუზღუდავია.


Share.

Comments are closed.